გარანტია და დაბრუნება
საგარანტიოს პირობები
შეძენილ პროდუქციაზე საგარანტიო ვადა ვრცელდება 2 (ორი) წლის ვადით. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას საგარანტიო პერიოდში. საგარანტიო მომსახურება ხორციელდება შპს "ჯაზ.ჯგუფის" მისამართზე: 0163 თბილისი; თრიალეთის ქ.N10.
გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობეულია ტექნიკური წუნით (არა პროგრამული). სერვის ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ საგარანტიო მომსახურების ბარათი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. საგარანტიო ტალონში აღნიშნული უნდა იყოს ნივთის დასახელება, სერიული ნომერი, მყიდველის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლის და მყიდველის ხელმოწერები (მყიდველის ხელმოწერა არ ვრცელდება ნივთის ონლაინ შეძენის შემთხვევაში).
ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით ხორციელდება მომხმარებლის ხარჯებით. სერვის ცენტრი ვალდებულია, შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა საგარანტიო ბარათში მითითებული პირობების შესაბამისად, სერვისცენტრში მიღების დღიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, პროდუქცია ექვემდებარება შეცვლას. ნივთი იცვლება იგივე მოდელით, ხოლო თუ იგივე მოდელი აღარ არსებობს, იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით. იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები).
თუ შეძენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელმა მიმართა სერვისცენტრს ტექნიკური წუნის გამოვლენის მიზეზით, წუნის დადასტურების შემთხვევაში, სერვისცენტრის დასკვნის საფუძველზე, მოხდება ნივთის შეცვლა ახალი ნივთით. მომხმარებელმა ნივთი უნდა წარადგინოს სრული კომპლექტაციით, ყუთით, აქსესუარებით, ფიზიკური დეფექტების და ნაკაწრების გარეშე. ეს გარანტია გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ISO სტანდარტების დაცვით.
შპს "ჯაზ.ჯგუფი" ს/ნ 405592425
0144 თბილისი; არტურ ლაისტის ქ.N4 (იურ)
0163 თბილისი; თრიალეთის ქ.N10 (ფაქტ)
ტელ: 596262000
ელ.ფოსტა: ltdjazz.group@gmail.com
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- საგარანტიო მომსახურების ბარათი არ არის წარმოდგენილი;
- ნივთზე, რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული, გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი და სხვა. ასევე, სითხით გამოწვეულ დაზიანებაზე.
- თუ პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია. დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის წესები (ექსპლუატაციის წესები იხ. პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში);
- ნივთზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული;
- არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში;
საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება პროდუქციის შემდეგ აქსესუარებზე და სახარჯ მასალებზე:
- დამტენი
- დენის კვების წყარო
- პულტი
- მტვერსასრუტის ავზები და ტომრები